Sunday, September 7, 2014

მესამე დღე

გავეცანი საჭირო ტექსტის გადატანას გეგმაში და გაზიარებას google gok-ის საშუალებით.

Tuesday, September 2, 2014

დღე მეორე


ამ დღეს მოვისმინე საპროექტო იდეები,გავიმეორეთ  ვორდის ინსტრუმენტები,გავეცანით პუბლიკაციების დამზადება,დავდეთ ბლოგზე კომენტარები.

Monday, September 1, 2014

დღე პირველი

დღეს გავეცანი ინტელის სახელმძღვანელოს,გავეცანი 9 დღის სამუშაოს,საქაღალდეები შევქმენი,ვიმუშავე ელ.ფოსტაზე,ელ.ფოსტიდან გადავედი ბლოგზე და შევცვალე ბლოგის სახელწოდება.

Saturday, May 14, 2011

ბარბარიზმები ბრეძელი ხალხის ლექსიკაში

პროექტი
1. პროექტის სახელწოდება: ბარბარიზმები ბრეძელი ხალხის ლექსიკაში.
2. პროექტის მთავარი თემა / იდეა: ქართულში დამკვიდრებული ბარბარიზმების მოძიება და მისი აღმოფხვრის სტრატეგიები, სალიტერატურო ენით მეტყველება და წერითი უნარის განვითარება.
3. პროექტის აქტუალობა: აქტუალურია იმით, რომ მისი მიზანია ქართული ენის სიწმინდის დაცვა, რათა ყველა  ქართველმა შეინარჩუნოს მშობლიური ენა, ეს ნაბიჯი საყურადღებოა ყველა პატრიოტი და ჭეშმარიტი ქართველისათვის. სოფლის მოსახლეობა საუბრობს არა სალიტერატურო ენით, რაც აისახება მომავალ თაობაზე.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებში და მოსახლეობაში დაგროვილი და დამკვიდრებული ბარბარიზმების შეგროვება, ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეთათვის მათ ლექსიკაში დაგროვილი ბარბარიზმების შესახებ და მათ მიერ მისი გამოყენების შემცირება, ხოლო შემდეგ მათ მიერ საკუთარ ოჯახებში და ახლობლებთან მუშაობა ლექსიკის გაუმჯობესებაზე–  ბარბარიზმების აღმოფხვრაზე;გრამატიკული ნორმების დაცვა.
5. მონაწილეთა ასაკი: 13– 14 წელი.
6. ვადები / ხანგრძლივობა: 3 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეთა ლექსიკის გაუმჯობესება, მათი აქტიური მუშაობით ოჯახის წევრების და ახლობლების ლექსიკაში ბარბარიზმების შემცირება, მათი მეტყველებიდან ისეთი სიტყვების და გამოთქმების ამოღება, რომლებიც არათუ ალამაზებს, არამედ ამახინჯებს ენას და მიჰყავს იგი დაკნინებისაკენ; სალიტერატურო ენის გაუმჯობესება და გრამატიკული ნორმების დაცვა.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატები, ფანქრები, ფლომასტერები, სახაზავი, ქართული ენის გრამატიკა ა. შანიძის და კვაჭაძის ავტორობით, ი. გოგებაშვილის  ,,  დედა–ენა“, ამონარიდები დიდი მამულიშვილების გამონათქვამებიდან, ბუკლეტები,       პლაკატები .
9. პროექტის მსვლელობა: პროექტის ჯგუფის შექმნა; თემის შერჩევა, დავალების განსაზღვრა;             ლექსიკონის შექმნა; ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და დამუშავება; ადამიანთა მეტყველებაზე დაკვირვება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; ბუკლეტების და პლაკატების დამზადება; ენის სიწმინდისათვის საღამოს მოწყობა თემაზე:  ,, რა ენა წახდეს,  ერიც დაეცეს“ ;  ბლოგებზე განთავსება.                                                                                                         
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართულ ლიტერატურასთან, უცხო ენებთან.
                          
11. პროექტის ხელმძღვანელი: იზა ვართასაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ– ფოსტა: IVARTASASHVILI2011@GMAIL.COM
13. პროექტის ვებ– გვერდი: http: / / ivartasashvili2011. Blogspot. Com/
  

Sunday, May 8, 2011

იზა ვართასაშვილი

ვმუშაობ ბრეძის საჯარო სკოლაში,ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას.